2020-2021 წელს SMH-თან პარტნიორობით SBC Gaming-მა SBC Digital Summit CIS (ციფრული) და SBC Summit CIS კიევში გამართა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ორ ორგაიზაციას შორის თანამშრომლობა.
2022 წელს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არ მომხდარიყო ღონისძიების რელოკაცია. ამის პარალელურად SMH-ის და SBC-ს ორგანიზებით შეიქმნა ფონდი, რისი მეშვეობითაც მოხდა ინდუსტრიიდან სოლიდური თანხის მობილიზება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
SBC Summit Tbilisi შეაჯამებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დაეხმარება როგორც მარეგულირებლებსა, ასევე სექტორის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლაში.
ღონისძიება გააერთიანებს წარმატებულ სპიკერებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს, ასევე უზრუნველყოფს ნეთვორქინგის შესაძლებლობებს.
ასევე მის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გამოფენა, რომელი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ნებიმისმიერი ადგილობრივი ბიზნესისთვის, რათა მოახდინონ საკუთარი სერვისებისა თუ პროდუქტების დემონსტრირება iGaming ინდუსტრიის წარმომადგენლების და მათ შორის 30-ზე მეტი გეიმინგ ოპერატორის წინაშე და სამომავლოდ შეძლონ მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.

ამავდროულად სტუმრებს ექნებათ ექსპერტებისგან სწავლის, ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან გაცნობისა და iGaming და სპორტული ბეთინგის სექტორში მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.
SMH 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა და წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას iGaming-ის, სპორტული მედიისა და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
(რ)