მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SMH Sports სპორტისა და ტექნოლოგიების მიმართულების პლატფორმას ქმნის

საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია SMH Sports-მა, რომელიც გლობალურ ბაზარზე მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით ოპერირებს GTWT 2026-ის ფარგლებში Sport & Entertainment Tech Stage-ის სპეციალური სივრცე წარადგინა, რომელზეც თანამედროვე სპორტისთვის აუცილებელი მიმართულებები იყო გაერთიანებული და განხილულ საკითხებში მოხვდა: სპორტული მონაცემების ანალიტიკა და მისი გავლენა შედეგებზე; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სპორტის ინდუსტრიაში; ფანების ციფრული გამოცდილებისა და ჩართულობის თანამედროვე მოდელები; სპორტისა და გართობის ინდუსტრიის კომერციული ტრანსფორმაცია; გლობალური ინოვაციები და ტექნოლოგიური ტენდენციები. სპიკერებმა დამსწრეებს კონკრეტულ მაგალითებზე დაფუძნებული შემთხვევები გაუზიარეს და იმსჯელეს, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია თანამედროვე სპორტს და როგორ იქმნება მომავლის სპორტული ეკოსისტემა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები