2 კვირა გავიდა, რაც ძალაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი შევიდა, რომელმაც მომხმარებლის ნებართვის გარეშე, როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი სარეკლამო SMS-ები, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნა აკრძალა.
განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ბიზნესის წარმომადგენლებს რეგულაციასთან მიმართულებით, თუმცა, როგორც BMG-ისთან SMS მარკეტინგში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რეფორმამ ყველაზე მეტად ბიზნესის ის ნაწილი დააზარალა, რომლებიც სატელეფონო ბაზების შეგროვებით და შემდეგ გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. არასრულ ორ კვირაში, კანონის ამოქმედებიდან ბიზნესისთვის გაჩნდა ახალი პროდუქტი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებთან წვდომა ისევ შესაძლებელს ხდის. ლევან მესხიშვილი, GoSms.ge -ის დირექტორი გაგვარკვევს ვისთვის არის ეს პროდუქტი და რა შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის.
სტუმარი: ლევან მესხიშვილი - GoSms.ge-ის დირექტორი