მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SMS-პანელი და ქეშ-ბექ სისტემა - Green Line-ის პასუხი პანდემიას

6061e464df828
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 09:45
1106
ლოგისტიკური კომპანია Green Line, რომელიც ბაზარზე ოპერირების მეოთხე წელს ითვლის, პანდემიის მიუხედავად, სერვისებს ავითარებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი რეზო ხვიჩია განმარტავს, 2020 წელს არსებულმა გამოწვევებმა კომპანიას სერვისების განვითარებისკენ უბიძგა, რისთვისაც შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, ინვესტირებასაც არ მორიდებიან.

„შიდა ბაზარზე სხვადასხვა მიმართულების დახვეწას ვცდილობთ. არსებული სირთულეებიდან და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში ხელშეკრულებების გადახედვა ხდება. კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვით, კონკრეტული შეკვეთების რაოდენობა უნდა ავიღოთ; როდესაც ამ გეგმის შესრულებას საფრთხე ემუქრება, პარტნიორებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონსესუსამდე მივდივართ და ისეთს კუთხეს ვპოულობთ, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს.

არსებულ რეალობაში კომპანია მომხმარებელს დამატებით სერვისებს სთავაზობს. პანდემიის პერიოდში, როდესაც დისტანციური მუშაობა პრიორიტეტული გახდა, რაღაც კუთხით ქაოსი შეიქმნა, რადგან ლოგისტიკა ხშირ კონტაქტს და კომუნიკაციას მოითხოვს. მდგომარეობის გასამარტივებლად ჩვენი კლიენტებისთვის და ბაზისთვის შევქმენით SMS-პანელი, რომლის მეშვეობით ყველა სახის ინფორმაციის მიწოდება, მეილთან ერთად, sms-ების სახითაც შეიძლება. ვცდილობთ, ამ კუთხით ჩვენი მომხმარებელი კომფორტში გვყავდეს. ამ სერვისის შესაქმნელად, დაახლოებით, 5 000 ლარამდე ფინანსური რესურსი ჩავდეთ, თუმცა სერვისის ამოქმედებამ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ზოგადად კომპანიის ხარჯებიც გაზარდა“, - აღნიშნა რეზო ხვიჩიამ.

Green Line-მა მომხმარებლისთვის მისაღები SMS-პანელი იანვრიდან აამოქმედა, რასაც სულ მალე ქეშ-ბექ სისტემის გააქტიურებაც მოჰყვა.

„Sms-ებთან ერთად კლიენტების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად, ლოიალობის ქეშ-ბექ სისტემა შევიმუშავეთ, რა დროსაც საერთაშორისო გადაზიდვის შეკვეთების შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებს თანხის 5% ქულების სახით უბრუნდება. დაგროვილი ქულების გამოყენება საბროკერო მომსახურებისას, შიდა გადაზიდვისას არის შესაძლებელი; ამასთან, კლიენტს განაღდებით თანხის უკან დაბრუნებაც კი შეუძლია. ამან როგორც ჩვენს პარტნიორ, ასევე სხვა კომპანიებში გარკვეული ინტერესი გამოიწვია. იანვარ-თებერვალი რომ შევადაროთ, შეკვეთების რაოდენობა - 30%-ით, ხოლო მარტში, დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კომპანიაში ამ კონკრეტული სერვისების შემოტანას პოზიტიურად აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები