სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება; ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის წესი და პირობები; დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება; იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება. ყველა ამ ცვლილებას ითვალისწინებს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კიდევ რას შეცვლის ეს კანონი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე და ასევე რას შეცვლის ის ბიზნესისთვის?
სტუმარი: დათო კესარელი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;