მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SMSQula - რა იცვლება SMS მარკეტინგულ ბაზარზე?

საქართველოში SMS მარკეტინგული ბაზარი ახალი რეგულაციის ქვეშ 1 მარტიდან მოექცევა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონში ცვლილებებით, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისთვის კომპანიებს მომხმარებლების მიერ გაცხადებული თანხმობა დასჭირდებათ. ცვლილებები ეხება ყველას, ვისაც მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა ბაზა გააჩნია. SMS მარკეტინგი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ არხად ითვლება ბიზნესისთვის. იმისთვის, რომ ახალი რეგულაციის პირობებში SMS მარკეტინგულ ბაზარზე მოთხოვნა შენარჩუნდეს, კომპანია wifisher-ის გუნდმა ლოიალურობის პროგრამა შექმნა.

SMSQula- ასე ჰქვია ამ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც მიღებულ ზე მომხმარებლებს ერიცხება სარგებელი. ლოიალურობის პროგრამა მომხმარებელს აძლევს საშუალებას იყოს ინფორმირებული უახლეს შეთავაზებაზე და ამავდროულად დააგროვოს ქულები, რომელსაც შემდგომ გადაცვალოს სასურველ შეთავაზებასა თუ პრიზებში. ამ პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი კომპანიისთვის არის შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, რატომ შეიქმნა ლოიალურობის პროგრამა და ვისთვის არის ის გათვლილი?

სტუმარი: ნოდარ ივანიძე - wifisher-ის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები