მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Snapchat–ის აპლიკაცია ბილეთების ყიდვის ფუნქციას ამატებს

5b1f78fb8e76a
მარიამ ადამია
12.06.18 11:40
772
სპორტულ გუნდებსა და მუსიკოსებს ბილეთების გაყიდვა, უახლოეს მომავალში Snapchat–ის მეშვეობით შეეძლებათ. ფუნქცია ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია. მისი პირველი მომხმარებელი კი, ლოს–ანჯელესის საფეხბურთო კლუბია, რომელიც მატჩის ბილეთებს, პირველად აპლიკაციის მეჩვეობით გაყიდის. 

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიახლეებს და ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციები ჩვენივე მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ბილეთების რეალიზაციის საკითხზეც, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს გამომწერებთან და ვფიქრობ მათაც გავუმარტივებთ ბილეთების ყიდვის პროცესს, რადგან ჩვენს აპლიკაციაზე თავს მოიყრის თითქმის ყველა ღონისძიება“ – აღნიშნა Snapchat–ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა აპლიკაციის მეშვეობით, ეს არის ახალი შესაძლებლობა, როგორც მუსიკოსებისთვისა და სპორტული გუნდებისთვის გულშემატკივრებთან დასაახლოვებლად, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც მარტივად და სწრაფად შეიძენენ დასასწრებ ბილეთებს, ძებნის გარეშე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ღონისძებებისა და აქტივობების განრიგი უახლოეს თვეებში განთავსდება და მათ შორის იქნება ისეთი კონცერტებიც, რომელთა ბილეთების შეძენა ექსკლუზიურად, მხოლოდ Snapchat–ზე იქნება შესძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები