მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სნეფ ფიტნესი" რიგით მეხუთე ფილიალს ხსნის

სნეპ ჯორჯია
13.08.24 12:41
1367

“სნეფ ფიტნესი” მეხუთე ფილიალს იმატებს. ახალი ფილიალი დიდ დიღომში, კერძოდ, მირიან მეფის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “დიღომი სითიში” იხსნება. როგორც კომპანიაში ამბობენ, რიგით მეხუთე ფილიალის ლოკაცია არსებული საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა, ვინაიდან დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან შესაბამის სივრცეზე მოთხოვნა არსებობდა.

როგორც “სნეპ ფიტნესის” დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი ამბობს, მომხმარებელს ახალ ფილიალში ⁠თანამედროვე და მაღალი ხარისხის სავარჯიშო აღჭურვილობა დახვდება, რაც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ “ტექნოჯიმის” სავარჯიშო დანადგარებს.

“⁠ფილიალის მწვრთნელთა გუნდი შედგება გამოცდილი და კვალიფიცირებული სპეციალისტებისგან, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ პერსონალურ მეთვალყურეობას და ხელმძღვანელობას ვარჯიშისას. ამასთან, ჩვენს ფილიალში საუნებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. საუბარია თანამედროვე, მაღალხარისხიან საუნებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ დამღლელი დღის შემდეგ სტრესისგან გათავისუფლებას”, - აღნიშნავს “სნეპ ფიტნესის” დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, ხარისხის უზრუნველყოფა მოითხოვს შესაბამის ინვესტიციებსაც. როგორც მან აღნიშნა, ახალი ფილიალის გახსნა კომპანიას 2 მლნ ლარამდე დაუჯდა.

ცნობისთვის, “სნეპ ფიტნეს ჯორჯიას”, რომელიც 10-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, თბილისში ოთხი ფილიალი უკვე აქვს - ოთხივე ხელსაყრელ და მარტივად მისადგომ ლოკაციაზე. მათ შორის ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე სულხან ცინცაძის და მერაბ ალექსიძის ქუჩებზე. აღნიშნული ლოკაციებიც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა.

“როდესაც ჩვენი კომპანია დაარსდა, იმ პერიოდში ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო. თანდათან ეს რიცხვი გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის “სნეპ ფიტნესს”. ჩვენი ახლანდელი და ყოფილი მომხმარებლების ჯამური რაოდენობა უკვე აჭარბებს 30 ათასს, რაც გვაძლევს პრივილეგიას, გვქონდეს უზარმაზარი ბაზა იმ ადამიანებისა, ვინც მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა აქტიური წევრების რაოდენობა 3000-მდეა. ჩვენ გვყავს მომხმარებლები, რომლებიც გახსნის დღიდან “სნეპის” ერთგულები არიან. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ვაფასებთ და მადლიერები ვართ ამ ნდობისთვის”, - აღნიშნა სოფო სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, “სნეპ ფიტნესი” პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფიტნეს ობიექტი, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესენია:

თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა - “სნეპი” აქვს ახალი, სანდო და მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სავარჯიშოდ იდეალურ გარემოსა და ატმოსფეროს.

მრავალფეროვანი და ხარისხიანი სავარჯიშო პროგრამები - “სნეპი” გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე, ინდივიდუალურ ვარჯიშებს, რომლებიც შედგენილია პროფესიონალი მწვრთნელების მიერ.

მაღალკვალიფიციური პერსონალი - “სნეპი” ამაყობს თავისი გუნდით, რომელიც შედგება გამოცდილი და მუდმივად განათლებულ-გადამზადებული პროფესიონალებისგან, რაც ხარისხიანი მომსახურების გარანტიას იძლევა.

მზადყოფნა ინოვაციისთვის - “სნეპი” მუდმივად ცდილობს გაუძღვეს დარგის ტენდენციებს და დანერგოს ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს განახლებული და უფრო ეფექტური სერვისები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის უახლოესი მიზანი სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება, უფრო მეტად კომფორტული სავარჯიშო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ხელის შეწყობაა.

“ფილიალების დამატება, დამეთანხმებით, ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია, ხარისხი არ დაიკარგოს, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით მთელი ძალისხმევა ჩავდოთ ამაში”, - დასძენს “სნეპ ფიტნესის” დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები