აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ქონებრივი საკითხების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მეტინ ეუნულაევის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების აქციების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის შეთავაზებაზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ კი საუბარია 6 სახელმწიფო კომპანიაზე SOCAR-ზე, AzerGold-ზე, ASCO-ზე, BakTelecom-ზე, AzTelekom-სა და ABB ბანკზეა - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი.
„ჩვენ შეთავაზებას ყველა სახელმწიფო კომპანიაზე ვამზადებთ. წინადადებების მომზადება 9 თვეში უნდა დასრულდეს. საუბარია აქციების პაკეტების გაყიდვას ეხება და არა პირდაპირ პრივატიზებას“, - განაცხადა მეტინ ეინულაევმა პრესკონფერენციის დროს, რომელიც აზერბაიჯანის ქონებრივი საკითხების სახელმწიფო სამსახურის 2023 წლის საქმიანობას შეეხებოდა.
მისი სიტყვებით, აქციონერობა შეეხოს SOCAR-ის ისეთ სტრუქტურას შეიძლება შეეხოს, როგორიცაა „აზერქიმია“, რომელიც ეთილენისა და პროპილენის, მეთანოლისა და კარბამიდის წარმოებებს აერთიანებს.
„ისეთ საწარმოო გაერთიანებებსა და შპს-ებში ექციების შესყიდვას, რომელთა 100%-იან წილებს სახელმწიფო ფლობს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები შეძლებენ. ამგვარად სახელმწიფოს წილი შემცირდება“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, იმას, რომ სახელმწიფოს პრივატიზების პროცესში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ინტერესი აქვს, თუმცა მათთვის მიწის ფლობასთან დაკავშირებით შეზღუდვები გაგრძელდება.