მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SOCAR და BP კასპიის ზღვაზე ნავთობპროდუქტების მოპოვების ახალი სამუშაოების დაწყებას გეგმავენ

57453f2c4f52b
BM.GE
25.05.16 09:55
1311
აზერბაიჯანულმა SOCAR და კომპანიამ BP კასპიის ზღვის ტერიტორიაზე აღმოჩენითი და მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებაზე მემორანდუმი გააფორმეს. კომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მემორანდუმი კომპანია BP-ს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს მოლაპარაკებები აღნიშნულ საბადოზე მოპოვებსა და განვითარებაზე.

"BP აზერბაიჯანში რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებს და ჩვენს კომპანიებს შორის ურთიერთობა მუდმივად ვითარდება. ყველა პროექტში, რომელშიც კი ვთანამშრომლობდით წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა კომპანია სოკარის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები