მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Socar: საქართველოში 40 მლნ ლარის გაზსადენები გვაქვს შეძენილი

5b5584062abac
BM.GE
23.07.18 11:30
878
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენები კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზს” პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, გაზსადენებში ,,სოკარ ჯორჯია გაზმა” 21,3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს, აქედან 8,5 მილიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში, დანარჩენი თანხა კი 48 თვეში. გასზადენები კასპის, ზუგდიდის, ახმეტის, გარდაბნის, ზესტაფონის, ოზურგეთის და ონის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, რომელთა ჯამური სიგრძე, რამდენიმე ათეული კილომეტრია.

კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამმედოვი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სამომავლოდ კომპანია აღნიშნული გაზსადენების მართვას გგემავს.

„საქართველოში გაზსადენებს, არამხოლოდ Socar, არამედ საქართველოს სახელმწიფოც აშენებს. სამომავლოდ ამ გაზსადენების ოპერირებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ამ დროისთვის საქართველოსგან 40 მლნ ლარის გაზსადენები გვაქვს შესყიდული“, - ამბობს მამედოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები