მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR Team-ი ტურნირ "პეტრას განძის" გამარჯვებული გახდა

სოკარი
11.04.24 12:10
306

5-7 აპრილს, საქართველოში პირველი შემეცნებითი კორპორაციული ტურნირი -„პეტრას განძი“ ჩატარდა. თამაში „ფორტ ბოიარდისა“ და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის - „ინდიანა ჯონსის“ მოტივებზეა შექმნილი და ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული. მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს.

უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები - “სოკარი“ „თიბისი ბანკი“, „მზიური გარდენსი“, „კრედო ბანკი“, „ევროპაბეთი“, “HR პროფესიონალთა ასოციაცია” და ინფლუენსერების გუნდი - ცდილობდნენ.

გამარჯვება და რჩეულის სტატუსი „სოკარს“ ხვდა წილად, რომელიც დაკომპლექტებული იყო 8 განსაკუთრებულად ძლიერი მონაწილით. ისინი პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარნენ და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებები გადალახეს.

“SOCAR Team”-მა, როგორც „პეტრას რჩეულმა“ გუნდმა სახელობითი ხე დარგო და კომპანიის სახელით სამუდამო კვალი დატოვა არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი. გუნდი გადავიდა შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში.

პროექტისთვის ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ განასახიერა და რომელმაც მოთამაშეებს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიამ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები