მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SOCAR: თუ მანათის გაუფასურება გაგრძელდება, სახელმწიფოს გაზზე ფასების ზრდის მოთხოვნით მივმართავთ

587de1dcf320a
BM.GE
18.01.17 10:50
1980
"თუ მანათის კურსის გაუფასურება გაგრძელდება, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდის მოთხოვნით მივმართავთ",- ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ვიცეპრეზიდენტმა სულეიმან გასიმოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ნავთობზე ფასების დაცემისა და აზერბაიჯანული მანათის გაუფასურების გამო კომპანიამ 2015 წელი დანაკარგით დაასრულა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის მოგებამ 550 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის ინფორმაციით ბუნებრივ აირზე ფასების მატებამ განაპირობა.

"კომპანია "აზერენერჯის" გაზს 120 მანათად ვაწვდით, ნახჩევანს 75 მანათად, კომერციული მომხმარებლებისთვის ფასი 200 მანათია, 1700 კუბამეტრი გაზი მოსახლეობას 100 მანათად მიეწოდება. ბუნებრივ გაზზე ფასების ეს მატება მოხდა მაშინ, როდესაც მანათის კურსი დოლართან მიმართებით 1,60 იყო. ამ დროს "სოკარი" არც წაგებაზე და არც მოგებაზე არ მუშაობდა",- აცხადებენ კომპანიაში.

ბოლო მონაცემებით, მანათის კურსი დოლართან მიმართებით 1,8045-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები