მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოცდაუცველთა ამუშავება“ - მთავრობის მიერ შექმნილი 23 751 სამუშაო პოზიცია და გეოგრაფია

636908fd087e4
ინგა მურუსიძე
08.11.22 00:15
853
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სამთავრობო პროგრამა, რომელიც შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს, უკვე 8 თვეა ძალაშია და როგორც ირკვევა, ამ პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 23 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გამოიძებნა. 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაცემებით და გეოგრაფიული სტატისტიკით ამჯერად დეპუტატი ხათუნა სამნიძე დაინტერესდა და შესაბამისი სადეპუტატო კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.  

ზურაბ აზარაშვილის უწყების მხრიდან დეპუტატისთვის გაგზავნილი პასუხებიდან კი ცნობილი ხდება, რომ 30 სექტემბრის მონაცემებით, 23 751 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც ხელშეკრულება უკვე დაუსრულდა 165 ადამიანს, ხოლო მიმდინარე აქტიური ხელშეკრულება აქვს 23 586 ადამიანს.

ამასთან, საზოგადოებრივი სამუშაობის დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლეები დასაქმებული არიან შემდეგ პოზიციებზე:

1. დამლაგებელი;
2. შენობების და ტერიტორიების დასუფთავება;
3. მეეზოვე;
4. მზარეულის დამხმარე;
5. ტერიტორიების კეთილმოწყობა, გამწვანება და დასუფთავება;
6. მომვლელი, ზრუნვა ავადმყოფებზე, ხანდაზმულებზე, შშმ პირებზე;
7. დამხმარე;
8. საარქივო დამხმარე სამუშაოები;
9. დარაჯი;
10. ტყე-პარკის მეურნეობის მოვლა;
11. საბიბლიოთეკო მომსახურება;
12. სამეურნეო მუშაკი;
13. ტყის აღდგენის სამუშაოები ხანძრის შემდეგ (მოჭრა, გასხვლა);
14. ნიადაგის მომზადება სანერგე მეურნეობისა და ტყის პლანტაციებისთვის, მცენარეთა მოვლა;
15. სასათბურე და ბაღის მეურნეობებში მუშაობა;
16. ნერგების დარგვა;
17. ნარგავების მოყვანა და მოვლა, ტოტების გასხვლა;
18. ბიბლიოთეკარის დამხმარე;
19. ტყის მავნებლებთან ბრძოლა;
20. მონიტორინგის სპეციალისტი;
21. სასაფლაოს მომვლელი;
22. საცალფეხო ბილიკების და გზის საფარის შეკეთება;
23. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სერვისების ექსპლუატაციის დროს დამხმარე სამუშაოები;
24. ჭურჭლის რეცხვა და სხვ.

დასაქმებულთა საერთო რიცხვი რეგიონების მიხედვით კი, ასე ნაწილდება:

1. თბილისი - 236;
2. იმერეთი - 4 397;
3. კახეთი - 2 766;
4. ქვემო ქართლი - 1 559;
5. შიდა ქართლი - 340;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი -5 786;
7. აჭარა - 1 888;
8. სამცხე-ჯავახეთი - 1 018;
9. მცხეთა-მთიანეთი - 1 433;
10.გურია - 2 126;
11.რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 037.

მთავრობის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე ამ პოზიციებზე ანაზღაურება - 300 ლარი, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები