თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს.
თიბისის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს იწყებს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და სოციალური მეწარმეობის დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული. პროგრამა ახალგაზრდებს ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე მთელ პროცესს გადიან, რაც მათ სოციალური ბიზნესის რეალურად წამოწყების შესაძლებლობას აძლევს.
Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორქშოფების სერიას მოიცავს. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები ორთვიან ინკუბაციას გაივლიან, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით ბიზნესმოდელს გამართავენ, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და ჟიურის წინაშე წარსადგენად მოემზადებიან. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან, რომლებიც ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერას ახალგაზრდებში Social Impact Award-ის მეშვეობით ახორციელებს და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში. თიბისი პროექტში პროგრამა სტარტაპერით მონაწილეობს, რომელიც 2016 წლიდან მხარს უჭერს ახალი და მრავალფეროვანი ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და განვითარებას საქართველოში.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს სოციალური ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საერთო ჯამში 1000+ სტუდენტი ჩაერთო; ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა თიბისის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)