მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურ ქსელ Discord-ს შემოსავლის გამომუშავების ფუნქცია ემატება

638dbe844bac4
გიორგი თოლორდავა
05.12.22 23:30
708
სოციალური ქსელი Discord-ი მორიგი პლატფორმაა, რომელზეც მომხმარებლებისთვის შემოსავლის გამომუშავების ფუნქციონალი ემატება.

საწყის ეტაპზე, აშშ-ის მასშტაბით Discord-ის სერვერების ოპერატორებსა და ადმინისტრატორებს ფასიანი გამოწერის ფუნქციის გამოყენების საშუალება მიეცემათ, თანხის 90%-ს კი სწორედ ისინი მიიღებენ, რაც ინდუსტრიაში არსებული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

ფასიანი სერვერები განსაკუთრებით ხელსაყრელი მათთვის იქნება, ვისაც ექსკლუზიური სერვისებისა და ინფორმაციის გაყიდვა სურს, იქნება ეს ტრეიდინგ სიგნალები, ფინანსური რჩევები თუ პირადი კონსულტაციები.

2015 წელს დაფუძნებული Discord-ი განსაკუთრებით პოპულარული გეიმინგ და IT ინდუსტრიაშია, მისი მომხმარებლების რაოდენობა კი ამჟამად 300 მილიონს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ფუნქციონალი თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად ის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები