სოციალურ ქსელში ე.წ Fake ვებ-გვერდის რეკლამა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს Timberland-ის ბრენდის ფეხსაცმელზე დიდი რაოდენობით ფასდაკლებას სთავაზობს.
აღმოჩნდა, რომ timberlandeshoe.com პანამაშია რეგისტრირებული და მხოლოდ 10 დღეა არსებობს.
თაღლითური საიტი ადამიანებს საშუალოდ $150-250 ღირებულების პროდუქციას $20-50 სთავაზობს. ერთ-ერთი მომხმარებელი, წერს, რომ მათი პროდუქცია Facebook-ით შეუკვეთა, მეილზე კი, არანაირი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ არ მისვლია; გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ეს მომხმარებელი საერთოდ დაბლოკეს საკუთარი გვერდიდან.
მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია;
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ შეკვეთის შემდეგ ამანათის ადგილზე მიტანის თარიღი საერთოდ არაა მითითებული. იმისთვის, რომ მსგავსი ვებ-გვერდით სარგებლობამდე შეამოწმოთ მისი ავთენტურობა რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგალითად scamadviser.com, რომელიც ინფორმაციას გაწვდით ვებ-გვერდის მფლობელზე.
სწორედ მისი ინფორმაციით დადგინდა, რომ მისი მფლობელი ორგანიზაცია WhoisGuard Protected-ია.