მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველ 223 000 ბავშვს ყოველთვე ვაძლევთ 200-ლარიან დახმარებას - პრემიერი

64467daad4eb2
BM.GE
24.04.23 17:00
976
მე მინდა ასევე ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, თუ რა პოლიტიკას ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს, იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 223 000 ბავშვს, თვეში, ყოველ თვე ვაძლევთ 200 ლარს, 200-ლარიან დახმარებას. ამისთვის გამოყოფილი არის 465 მლნ ლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით.

„მე მინდა შევახსენო აი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს რომლებიც ჩართულები არიან ამ კამპანიაში. 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის არ აძლევდნენ, არც ბავშვებს და არც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს დაფინანსებას. 0 ლარი იყო, 1 ივლისიდან იქნება 200 ლარი. დღეს არის 150 ლარი თითო ბავშვზე დახმარება. ჩვენ ძალიან მარტივად გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ 3 მილიონზე მეტი ბენეფიციარის. 3 მლნ ჩვენს მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა. რა ხდებოდა 2012 წლამდე - ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 145 მლნ თუ არ ვცდები, აი ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად. ჩვენ 7 მილიარდი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში. თქვენ გახსოვთ, რომ არათუ აქონდროლპაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება, საერთოდ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად უწევდათ ბინების გაყიდვა, ავტომობილების გაყიდვა და ა.შ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებას და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური/ფატალური შედეგით მთავრდებოდა. აი ეს მდგომარეობა იყო.

ეს ადამიანები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს თურმე ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის მქონე დაავადების ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა და სიყალბეა. ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ასე არ არის ბატონო ზურა?! ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლა, ამიტომ, რა თქმა უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია, და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება. ასევე იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მაშტაბური პროექტები, რაც უკავშირდება ბავშვებს და ჩვენს შვილებს, ბაღების მშენებლობა იქნება ეს, 885 ბაღების მშენებლობა დავიწყეთ, რეაბილიტაცია. 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია არის დაწყებული, აქტიურ ბაზაში არის. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პირობები, შევუქმნათ ჩვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას.

აი ამ თემაზე მინდოდა გამეკეთებინა კომენტარი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა გავაკეთებთ მაქსიმუმს. მაგრამ ამას ჭირდება დრო და ნაკლები ემოციები. მე მესმის ყველა ადამიანის და მათ შორის მათი რომელთა შვილებიც არიან აი ამ მძიმე დიაგნოზით, მაგრამ ჩვენ მათ გვერდში ვიდგებით, და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა ძალიან მალე. თანხაზე არ არის საუბარი და ძალიან გთხოვთ რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს და მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რომ თანხაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე რომ ეს პროცესი სწორად იმართოს და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ამ ადამიანებს. როცა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები არ აკეთებენ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ის. 200 ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები