მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს ქართუ "სესხების განულების" განსხვავებულ პირობას სთავაზობს

5bf52c9e168c3
თელარა გელანტია
21.11.18 13:59
1402
სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც კომერციულ ბანკებში 2000 ლარამდე (ნარჩენი ძირი თანხა) ვადაგადაცილებული სესხები აქვთ, „სესხების განულების“ სამთავრობო ინიციატივა განსხვავებული პირობით შეეხებათ.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, სოციალურად დაუცვლებს და შშმპ-ებს სესხი გაუნულდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ვადაგადაცილება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში დაუფიქსირდათ.

აღნიშნული bm.ge-ის საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემაც დაუდასტურა.

ჯერჯერობით, უცნობია, იმ სოციალურად დაუცველთა და შშმპ-ის სესხების რაოდენობა და საკრედიტო პორტფელი, რომელთაც „სესხების განულების“ პროგრამა შეეხებათ.
შეგახსენებთ, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და მთავრობის ინიციატივით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი, დაახლოებით, 600 ათასი მოქალაქის დავალიანების პორტფელს, ბიძინა ივანიშვილის ფონდი მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს.

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 19 ნოემბრის განცხადების თანახმად, 2018 წლის 15-31 დეკემბრის პერიოდში, დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95%-ს, რომელსაც შეადგენენ ის ადამიანები, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე, ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, დავალიანების ძირი თანხის სახით, 2 ათას ლარამდე აქვს დარჩენილი.

თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სთავაზობენ იმ კლიენტების ვადაგადაცილებული სესხების გამოსყიდვასაც, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში გაპრობლემდა.

ცნობისთვის: საფინანსო ინსტიტუტებისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ შეთავაზებული პირობები, ჯერჯერობით, საჯარო არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები