მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ

5c41c0313c232
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 16:30
1652

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ, იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ, ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება  იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას. ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ამ  ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები