სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობა აღარ მოეხსნებათ. შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში უკვე შევიდა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობისთვის გამჭვირვალე არ არის. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„აქამდე არსებული კანონმდებლობით, ოჯახის წევრის გარდაცვალება ითხოვდა ოჯახის სოციალური მდგომარეობის გადახედვას, რასაც 2-3 თვე სჭირდებოდა. ამჟამად კანონში უკვე შევიდა ცვლილება და ეს აუცილებლობა მოიხსნა. ასეე, პრობლემაა, რომ სოციალური დახმარების სისტემა არ არის სინქრონიზებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პროგრამებთან. ზოგჯერ ეს პროგრამები ხელსაც კი უშლის ერთმანეთს. უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სამოქმედო გეგმას, როგორ უნდა დასინქრონდეს და ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.