სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის სარეზერვო ფონდიდან 1,3 მილიონი ლარი გამოიყო
BM.GE
11.07.18 20:20
• 594
სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ 359 ათასი ლარი გამოიყო. ამის თაობაზე მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა. ფული, სოციალურად დაუცველების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილობრივ სუბსიდირებაზე უნდა მიიმართოს. განკარგულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებეში უნდა მიემართოს.