მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის 70 მლნ ლარი გამოიყოფა"

5bdc5717a5d95
BM.GE
02.11.18 17:51
834
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიახლე, რაც 2019 წლის ბიუჯეტშია არის ასახული არის ის, რომ დაახლოებით, 144 ათასი ბავშვისთვის გამოიყოფა 50-ლარიანი დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

„შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა „იუნისეფის“ კვლევაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა აღნიშნული პრობლემა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

„დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება სხვა საინტერესო ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ მიმართულებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები