CENN-ის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიაში, სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა ჩატარდა. გამოფენაში მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით მოქმედმა ისეთმა საწარმოებმა მიიღო, რომელთა ბიზნესმოდელიც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. გამოფენაში მონაწილე საწარმოები, ასევე, განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნიან ახალგაზრდების, მდგრადი ტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების მიმართულებით.
გამოფენაზე წარმოდგენილი საწარმოები ჩართულები არიან მწვანე ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვში და ხელს უწყობენ როგორც სოციალური, ისე გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ რეგიონში და სწორედ ეს არის ღონისძიების მიზანიც, საზოგადოებაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება.