მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოციალური დახმარებების ზრდით ეკონომიკას ვერ ავაშენებთ"

5b48adfde0092
BM.GE
13.07.18 17:48
1411
"სოციალური დახმარებების ზრდით ეკონომიკას ვერ ავაშენებთ“, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი მოდელი, სადაც ყველა შეძლებს თავის რეალიზებას.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარებების გაცემის კუთხით, იყო არასამართლიანი მიდგომები.

"თუ პირი გარდაიცვლებოდა ის კარგავდა სტატუსს და დახმარებას. ჩვენ ეს შევცვალეთ.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულებს და მივცეთ მათ საშუალება დაიწყონ ნორმალური ცხოვრება“, - ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები