"სოციალური დახმარების არსებული სისტემა დასაქმების დემოტივატორია"
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების არსებული სისტემა მოქალაქეების დასაქმების კუთხით დემოტივატორია, ამიტომ ის მომავალი წლის 1 იანვრიდან შეიცვლება.
„მიზნობრივი სოციალური დახმარების არსებული სისტემა ბევრ თავისებურებასთან ერთად ერთ მნიშვნელოვან ნეგატივს მოიცავს - სისტემა ისეა აწყობილი, რომ დასაქმების დემოტივატორია. თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მუშაობა დაიწყოს, ახლა ფაქტიურად, ერთ თვეშივე ეხსნება სოციალური დახმარება და არამონეტარული სარგებლებიც. ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც იანვრიდან ამუშავდება, ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ მონეტარული, ანუ ფინანსური სოციალური დახმარება და პლიუს ერთი წლის განმავლობაში - არამონეტარული შეღავათები“, - განაცხადა სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.