ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სამ საგანში უსასყიდლოდ გაივლის და 2 თვის განმავლობაში უწყვეტი ინტერნეტის მიწოდებაც დაუფინანსდებათ ! სოციალური პროექტის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტია. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც რთული მატერიალური პირობების ან სხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებას. პროექტის მონაწილეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტი ინტერნეტის მეშვეობით, შეფერხების გარეშე მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
სტუმარი: დავით ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი