მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოციალური ქსელი ვირტუალურ რეალობაში - Facebook-ის ახალი პროექტი (ვიდეო)

58f720d935c93
BM.GE
19.04.17 12:26
4992
Facebook-მა ახალი სოციალური ქსელი Facebook Space წარადგინა. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ნაცნობებს ვირტუალურ რეალობაში ეკონტაქტოს.

ჯერჯერობით ახალი სოციალური ქსელი მხოლოდ იმ ადამიანებზეა მორგებული, რომლებსაც Oculus Rift-ის მოწყობილობა გააჩნიათ. მოგვიანებით ეს პროექტი მორგებული იქნება სხვა პლატფორმებზეც.

სოციალური ქსელის ბეტა ვერსიაში მომხმარებლები წარმოდგენილი არიან როგორც ავატარები, რომელიც გადმოკოპირებული და შექმნილია მომხმარებლის მიერ ქსელში განთავსებული პროფილის ფოტოებიდან. სურვილისამებრ, მომხმარებელს შეუძლია, სრულიად ახალი ავატარი შექმნას, შეცვალოს კანის ფერი, ტუჩის ფორმა, ვარცხნილობა და ა.შ. ავატარებს საკუთარი ავტორების ემოციების გამეორებაც შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები