„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარი სოციალური საწარმო „კოდალა“ საექსპორტო მოლაპარაკებებს ესპანეთთან, პორტუგალიასთან და პოლონეთთან აწარმოებს.
საწარმოს პროდუქცია, კერძოდ, ხის სათამაშოები გასული წლიდან უკვე გადის გერმანიაში ექსპორტზე და როგორც დამფუძნებელი კოტე სვანაძე აცხადებს, საკმაოდ დიდი წარმატებითაც სარგებლობს.
„საწარმოში 15-ზე მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია დასაქმებული. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება 30-მდე. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო DCFTA-ს ხელშეკრულების ფარგლებში საბაჟო მოსაკრებლისგან არის გათავისუფლებული, რაც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა უცხოელი პოტენციური პარტნიორების დაინტერესებისთვის“, - აცხადებს კოტე სვანაძე.
სოციალური საწარმო კოდალა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს. გასულ წელს „კოდალას“ ევროკავშირის მიერ ჩატარებულ სოციალური საწარმოების გამოფენაზე „წლის სოციალური საწაროს“ ტიტული მიენიჭა.