ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნისას სახელმწიფო მოხუცებზე მეტად ბავშვიან ოჯახებს ანიჭებს უპირატესობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულ ფულადი შემწეობის მიმღებებთა შორის 150 ათასზე მეტი არასრულწლოვანია. მათ შორის, 47 268 6 წლამდე ასაკის ბავშვია.
რადგან ოჯახის სარეიტინგო ქულა ერთიანი მეთოდით ანგარიშდება, სოციალური შემწეობის მიმღებებს შორის ბავშვების მშობლებიც მრავლად არიან. ბაზაში რეგისტრირებულია 18-დან 30 წლამდე მყოფი 58 733 პირი და 30-დან 40 წლამდე 64 659 ადამიანი.
ასევე, ფულად სოციალურ შემწეობას იღებს 40-დან 60 წლამდე მყოფი 97 122 მოქალაქე.
სულ ბაზაში აქტიური ასაკის, 18-დან 60 წლამდე 220 519 მოქალაქეა რეგისტრირებული.
ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანად მცირეა ბაზაში რეგისტრირებული მოხუცების რაოდენობა. 60-65 წლის მოქალაქეებს შორის მხოლო 20 726 იღებს ფულად სოციალურ დახმარებას, 65-70 წლის მოქალაქეებიდან - 17 043 პირია მიმღები, ხოლო 70-ს ზევით კი შემწეობით 48 160 მოხუცი ფინანსდება.

























