მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოციალური შემწეობის მეთოდოლოგიაში ცდომილებაა"

5a8299af3102a
მეგი კავთუაშვილი
13.02.18 12:00
964
"სოციალური შემწეობის მეთოდოლოგიაში 0.1 %-იანი ცდომილებაა", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით 0.1%-ის უკან ასეულობთ ოჯახი დგას.

"ვერცერთი სისტემა ვერ იმუშავებს 100%-იანი სიზუსტით. ალბათ, ობიექტურად დამეთანხმებით, რომ ეს მაღალი სიზუსტეა. მაგრამ ამ 0.1%-ის უკან დგას რამდენიმე ასეული ადამიანი. თუ გადავიყვანთ ადამიანების რაოდენობაში, ამ ცდომილებით დაახლოებით 500 ადამიანს შეიძლება არასწორედ მოეხსნას ან არასწორად დაენიშნოს სოციალური შემწეობა. ეს არის ის ცდომილება, რაც ამ წუთას გვაქვს. თუმცა დამერწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვდგავართ ერთ ადგილას. 2 წლის წინ იყო 1 %-იანი ეს ცდომილება, ახლა არის 0,1%",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოციალური შემწეობის ადმინისტირებაში მოსალოდნელია ცვლილებები. მინისტრის ინფრომაციით, ფუნქციების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე მოხდება. რა ფუნქციები დელეგირდება ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები