მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Societe Generale-მ TBC-ის წილის გაყიდვით, 42,8 მილიონი ფუნტი მიიღო

59551d0035a9e
BM.GE
29.06.17 19:29
1434
Societe Generale-მ TBC-ის წილის გაყიდვით, 42,8 მილიონი ფუნტი მიიღო, თუმცა თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4,8%-ით შემცირდა.
ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, სოსიეტე ჟენერალმა თიბისი ბანკის 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა.

სოსიეტე ჟენერალი, თიბისი ბანკის აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს თიბისი ბანკმა შეისყიდა ბანკი რესპუბლიკა. შესყიდვის დროს თიბისი ბანკმა სოსიეტე ჟენერალს, რომელიც ბანკ რესპუბლიკას ფლობდა, ნაწილი თანხა ფულადი, ნაწილი კი აქციების სახით გადაუხადა.

სოსიეტე ჟენერალი თიბისი ბანკის 2,8 მილიონ აქციას ფლობდა. მაშინ, როდესაც სოსიეტე ჟენერალს თიბისი ბანკის აქციები გადაეცა, მისი ერთეულის ღირებულება 12,91 ფუნტი იყო, ხოლო აქციის ფასმა გუშინ 15,25 ფუნტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები