მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Societe Generale თიბისიში ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა ჩაანაცვლეს, რაც დადებითი მოვლენაა"

5954cdaa11f4f
სალომე მეცხვარიშვილი
29.06.17 14:10
1513
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომისტი გივი ადეიშვილი "სოსიეტე ჟენერალის" მიერ "თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვას აფასებს. როგორც გივი ადეიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ "სოსიეტე ჟენერალი" უდიდესი საფინანსი ინსტიტუტია ის თიბისი ბანკში რამდენიმე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა ჩაანაცვლა, რაც დადებითი მოვლენაა.

ეკონომისტის შეფასებით, მიუხედავად ამისა, გარიგება არ არის დიდი მოცულობის და ის დიდ გავლენას ვერ მოახდენს ბაზარზე.

"როგორც წესი, აქციების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი პროცესია. თუ კომპანიას არ სურს, იყოს წრამდოეგნილი რომელიმე მცირე ბაზარზე, გაყიდის აქციებს და გავა. სოსიეტე ჟენერალი იმდენად დიდი ოპერატორია, რომ, ჩემი აზრით, არ სურდა საქართველოს მსგავს მცირე ბაზარზე დარჩენა. მოთხოვნა თიბისის აქციებზე დაფიქსირდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ფინანსური მდგომარეობა ბაზარზე მდგრადია",- აცხადებს გივი ადეიშვილი.

შეგახსენებთ, ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, სოსიეტე ჟენერალმა თიბისი ბანკის 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა.

სოსიეტე ჟენერალი, თიბისი ბანკის აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს თიბისი ბანკმა შეისყიდა ბანკი რესპუბლიკა. შესყიდვის დროს თიბისი ბანკმა სოსიეტე ჟენერალს, რომელიც ბანკ რესპუბლიკას ფლობდა, ნაწილი თანხა ფულადი, ნაწილი კი აქციების სახით გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები