"მთელი 2018 წლის განმავლობაში ჩვენ წითელაზე დამატებით ავცერით 47 000 ადამიანი. მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა ხალხი მაინც არ მოდის. 20-დან 40 წლამდე 200,000 ადამიანი გვყავს, ვისაც წითელა არ გადაუტანია ან აცრილი არ არის.
სოციალურ ქსელებში ძალიან დიდია ანტი-ვაქცინური მოძრაობა. რომ შეხვიდეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ 2019 წლის გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ 10 გამოწვევას შორის ერთ-ერთი ანტი-ვაქცინური მოძრაობაა, რომელიც არის, პირდაპირ გეტყვით, დაბალი განათლების ბრალი.
ვაქცინების დამსახურებითაა, რომ დღეს ჩვენ ბავშვთა სიკვდილიანობა მსოფილოში და მათ შორის საქართველოში, შევამცირეთ დაახლოებით 3-ჯერ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. წითელას სიკვდილიანობა, რომელიც მსოფლიოში 1960 წელს 600,000 იყო, დღეს 100,000-ის ქვემოთაა.
ამიტომ გთხოვთ დაგვიჯეროთ, წითელას ჩვენ ვერ შევაჩერებთ გაფართოებული ვაქცინაციის გარეშე. სახელმწიფო თავის თავზე იღებს როგორც გეგმიურ, ისე დამატებით აცრებს.
რაც შეეხება სკოლის დაწყებას, მისი გადადება არასდროს არ ხდება ეპიდაფეთქების დროს, რამეთუ სკოლაში ან ბაღში თუ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა მაინც, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველა ბავშვი აცრან, თუ გეგმიური აცრა არ აქვთ ჩატარებული"-განმარტა ამირან გამყრელიძემ.