მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფ. დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება - ბიუჯეტი ₾1,3 მლნ-ია

სპორტული სივრცე
20.04.24 13:00
692

სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტიც 1 300 000 ლარია. პროექტისთვის საჭირო თანხა საბურთალოს რაიონის გამგეობამ გამოყო.

თბილისის მერიის ცნობით, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი", - იტყობინება თბილისის მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები