მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ გლდანში ასფალტის საფარის მოსაწყობად, ჯამში, 618 000‬ ლარი დაიხარჯება - მერია

სს
16.03.24 14:54
502

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს აწესრიგებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება, რისთვისაც დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება.

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 83 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები