მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოფელ კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია" - წალენჯიხის მერის მოადგილე

სს

"სოფელ კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია", - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

ბელქანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოცკო-ეწერში დაიწვა ანძა, ხოლო ჯვარში საცხოვრებელი სახლი.

"ნუ დაანთებთ ცეცხლს! ნუ დაანთებთ. ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია. მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი სახანძრო მანქანა. მოქალაქეობრივი შეგნების მიღმა არის კანონი. ეს ქმედება დასჯადია. პ.ს გაითვალისწინეთ, რომ მარტვილშიც ხანძარია. წალენჯიხაში ძლიერი ქარია, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცობას. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება", - წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები