ლილოდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ ნასაგურის ტერიტორიაზე სასაწყობე ფართი იწვის. ამის შესახებ bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ამჟამად სახანძრო ჯგუფები გაგზავნილია და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.
მეტი დეტალი ხანძართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

























