ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა - ამის შესახებ bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ერთი პირის მიმართ გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა და ქვეშ ოთხი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.