მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ნერგეეთი

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის მეწყერის ქვეშ მოყოლილ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა და ქვეშ ოთხი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

ფოტო: ბაღდათის საინფორმაციო ცენტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები