მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სტიქია

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი.

ამ დროისთვის მეწყერის ქვეშ მოყოლილ კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ, მათგან ორი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა და ქვეშ ოთხი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები