მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფგამამ" ავეჯის ახალი საწარმო გახსნა - ინვესტიცია 200 000 ლარია

ავეჯი

ავეჯის ბრენდი „სოფგამა“ გაფართოვდა და ახალი საწარმო სოფელ თელეთში გახსნა. სიახლეებზე „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა კვარაცხელიამ ისაუბრა.

„თავდაპირველად „სოფგამას“ საწარმო თბილისში, 400 კვადრატულზე გვქონდა, ახალი საწარმო კი 3000 კვადრატულზეა განთავსებული, რომელმაც ოპერირება იანვრიდან დაიწყო. ახალი საწარმოს მიზანი დაწნული ავეჯის სერიული წარმოებაა. გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს რკინის ავეჯის წარმოების დაწყებაც“, - განაცხადა ზურა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, „სოფგამას“ ახალ საწარმოში მოხდა გადაიარაღება, სამღებრო ოთახის დამატებაც, ხოლო უშუალოდ ავეჯის საწარმოო პროცესისთვის 500 კვადრატული იქნა გამოყოფილი. საერთო ჯამში, „სოფგამას“ ახალ საწარმოში განხორციელებულმა პირველადმა ინვესტიციამ 200 000 ლარი შეადგინა.

"ახალი საწარმოს დახმარებით წარმადობა გაიზარდა და 1 კონკრეტული მოდელი სერიულ წარმოებაში რომ გადავიყვანოთ, თვეში 80 ცალს მაინც ვაწარმოებთ. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ის დამოკიდებულია პროდუქციის დამზადების სირთულეზე, ნედლეულსა და ზომებზე, მაგრამ სამეულის შეძენას 2500 ლარადაც შეძლებთ.“ - აღნიშნა ზურა კვარაცხელიამ.

"ქალების ნარატივში" კომპანიის დამფუძნებელმა მათ პროდუქციაზე არსებულ მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნა ეზოს მოწნულ ავეჯზე ყოველწლიურად განსაკუთრებით გაზაფხულიდან მზარდია.

ცნობისთვის, ავეჯის საწარმო „სოფგამას“ გუნდი ამჟამად 50 ადამიანისგან შედგება, თუმცა დამფუძნებლის განმარტებით, წარმოების ზრდასთან ერთად კადრების დამატებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, „სოფგამა“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, რომელიც მომხმარებლებს დაწნული ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, სამომავლოდ კი ავეჯის ექსპორტზეც გატანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები