მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლებში მცხოვრებლებს დასუფთავების გადასახადის გადახდა მოუწევთ - ამბროლაურის მერი

63779266dc4f3
ანუკა ჯოხაძე
19.11.22 22:01
884
რეგიონებში დასუფთავების მოსაკრებლის შეგროვება პრობლემას წარმოადგენს, აღნიშნული გამოწვევა BM.GE-თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააჟღერა. სოლომონ პავლიაშვილი პროცესებიდან სახელმწიფოს დაფუძნებული ააიპ-ების ჩახსნას და მომსახურების კერძო სექტორისთვის გადაბარებას მიიჩნევს სწორად.

მინისტრის მოადგილის საპასუხოდ, ამბროლაურის მერი აცხადებს, რომ დასუფთავების მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტმა სოფლებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაგვის ურნების განთავსდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1000 ნაგვის ურნა დგას, მუშაობს ტექნიკაც. ზვიად მხეიძის თქმით, Რადგან გაჩნდა სერვისი, შესაბამისად, გაჩნდა საჭიროებაც, რომ მოსახლეობამ გადასახადი გადაიხადოს.

შესაბამისად, ამბროლაურის მერი ამბობს, რომ უკვე ამოქმედდა შესაბამისი პროგრამა და 2023 წლიდან ამბროლაურის რაიონში სოფლების მაცხოვრებლები ვალდებულები იქნებიან დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადონ.

“დასუფთავების მოსაკრებლის შეგროვება ამ ეტაპზე გამოწვევაა. აქამდე დასუფთავების გადასახადს, მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები იხდიდნენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი მომსახურებას ვუწევთ მოსახლეობას, გვყავს 6 ნაგავმზიდი, დაახლოებით 1000-მდე ნაგვის ურნა გვიდგას სოფლებში და სისტემატურად ხდება მომსახურება.

სპეციალური პროგრამა გავაკეთეთ, შევიძინეთ და ახლა ზუსტად პროცესში ვართ, რომ 2023 წლიდან სოფლებშიც მოხდეს დასუფთავების მოსაკრებლის შეგროვება. მომდევნო წლიდან ამის შესახებ ინფორმაცია ყველა მცხოვრებს sms-ის მეშვეობით მიუვა”, -ამბობს ამბროლაური მერი ზვიად მხეიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები