მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის გაძვირებას ფინანსთა მინისტრის ბრძანებას არ უკავშირებს

5b98dfa339a64
თელარა გელანტია
12.09.18 13:42
704
სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის გაძვირებას ფინანსთა მინისტრის ბრძანებას არ უკავშირებს.

ამის შესახევა დავითაშვილმა bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ხორბლის ფასები ბირჟებზე იცვლება. თუ საუბარია, ხორბლის გაძვირებაზე, ეს არ არის გამომდინარე იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაშიც არ არის შესული. შესაბამისად, ეს არის სუფთა მოთხოვნა-მიწოდებით შექმნილი ფასი, რომელიც ფიქსირდება სხვადასხვა სასაქონლო ბირჟაზე, მათ შორის ჩიკაგოს ბირჟაზე, ევროპულ ბირჟებზე და ა.შ. ხორბლის გაძვირების ტენდენცია შეიმჩნევა 2018 წელს, რადგან ქვეყნებში მოსალოდნელი მოსავალი რეალურად ნაკლები მოვიდა. თუმცა, ხორბლის ფასის მატება არის უმნიშვნელო და ჩვენ შორს ვართ იმ პიკური ფასებისგან, რომელიც 4-5 წლის წინ გვქონდა ხორბალზე. ის შიში, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი კონიუნქტურა გვექნება ფქვილის ან ცხოველთა საკვების წარმოებაში, მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრს ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები