მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოფლის და მცირე ქალაქების პირველადი ჯანდაცვა პრაქტიკულად იმ დონეზეა დარჩენილი, როგორიც 10-12 წლის წინ იყო"

579385cc09491
BM.GE
23.07.16 18:55
1668
"ვერ ვიტყვი რომ ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული არაა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფრანგმენტი, რომელიც საყოველთაო ფინანსურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა ფრუიძემ განუცხადა. მისი თქმით, ისეთი კომპონენტები როგორიც არის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პირველადი ჯანდაცვა, სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფა, ხედვის მიღმაა დარჩენილი.

"დღეს მოქმედი მოდელი არის უპირატესი სახელმწიფო დაფინანსების მოდელი, რომელსაც თავისი პლიუსებიც აქვს დამინუსებიც, მაგრამ მინუსები მეტია, რადგან ეს არის სისტემა რომელიც მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

მინისტრები წყვეტენ ფული როგორ უნდა გადანაწილსდეს, რაც ითვლება რომ არ არის სწორი“, - ამბობს ფრუიძე. მისივე თქმით, საბაზისო და დამატებითი პაკეთი ერთმანეთისგან გაყოფილი უნდა იყოს.

"დღეს საბაზისო და დამატებითი პაკეტი ნაწილობრივ არის დაყოფილი, -დამატებითს იხდის ყველა ერთნაირად: მოსახლე რომელსაც აქვს ხელფასი 500 ლარი და ვისაც აქვს 5000. ვისაც 500 ლარი აქვს უნდა გადაიხადოს 1000 ლარი ჯიბიდან, ვისაც 5000 აქვს მანაც, თუმცა მისთვის ეს თანხა მეტად მისაღებია“, - განაცხადა ფრუიძემ და დასძინა, რომ რეფორმის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, თუმცა არც შემცირებულა.

„სოფლის და მცირე ქალაქების პირველადი ჯანდაცვა პრაქტიკულად, არის იმ დონეზე დარჩენილი როგორიც იყო 10-12 წლის წინ. ექიმების ხელფასები იგივეა, გარდა ამისა მათ არ აქვთ შესაძლებლობა რომ პაციენტებს აღმოუჩინონ დახმარება.

დღეს სოფელში პაციენტი ექიმთან მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ მას რეცეპტი გამოუწერონ, სხვა მიზნით ის მიდის დიდი ქალაქის საავადმყოფოში, რაც ხარჯებს ზრდის“, - განაცხადა ფრუიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები