2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა "ქართულმა ოცნებამ" ერთ-ერთი პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ სოფლის მეურნეობაში წლების განმავლობაში მილიარდ ლარს ჩადებდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. ზოგიერთი დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს, ზოგიერთი პროგრამა კი კვლავ აგრძელებს მუშაობას.
საქმის კურსმა სახელმწფო ბიუჯეტიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ძირითადი პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეკრიბა.
ბიუჯეტის მიხედვით, 11 სახელმწიფო პროგრამაში 2013 წლიდან დღემდე დახარჯულია 628 მილიონ 892 ათასი ლარი.
შედეგად: მცირედით გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპის მონაცემები მკვეთრად არ გაზრდილა, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის გამოშვებას, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, მკვეთრი ზრდა არც აქ გვაქვს.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ასეთია:
შეღავათიანი აგროკრედიტი
2013 წელი - 6,586 ათასი ლარი
2014 წელი - 42,800 ათასი ლარი
2015 წელი - 34,473 ათასი ლარი
2016 წელი - 48,900 ათასი ლარი
2017 გეგმა - 47,000 ათასი ლარი
სულ - 179 მილიონ 759 ათასი ლარი
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები
2014 წელი - 50,000 ათასი ლარი
2015 წელი - 46,000 ათასი ლარი
2016 წელი - 51, 300 ათასი ლარი
სულ 147 მილიონ 300 ათასი ლარი
აგროდაზღვევა
2014 წელი - 10,000 ათასი ლარი
2015 წელი - 4,796 ათასი ლარი
2016 წელი - 7,200 ათასი ლარი
2017 წელი - 7,000 ათასი ლარი
სულ 28 მილიონ 996 ათასი ლარი
ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები
2014 წელი - 4,000 ათასი ლარი
მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები
2014 წელი - 2,000 ათასი ლარი
2016 წელი - 925 ათასი ლარი
სულ 2 მილიონ 925 ათასი ლარი
რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები:
2014 წელი - 31,000 მილიონი ლარი
2015 წელი - 60,700 ათასი ლარი;
2016 წელი - 36,000 ათასი ლარი
2017 წელი - 16,000 ათასი ლარი
სულ 143 მილიონ 700 ათასი ლარი
დანერგე მომავალი
2015 წელი - 1,788 ათასი ლარი
2016 წელი - 6,861 ათასი ლარი
2017 გეგმა - 7,000 ათასი ლარ
სულ 15 მილიონ 649 ათასი ლარი
ქართული ჩაი
2016 წელი - 67 ათასი ლარი
2017 წელი - 400 ათასი ლარი
სულ 467 ათასი ლარი
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვა
2015 წელი -26,000 ათასი ლარი
2016 წელი - 22,000 ათასი ლარი
2017 გეგმა - 20,000 ათასი ლარი
სულ 68 მილიონი ლარი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები
2013 წელი - 227.9 ათასი ლარი
2014 წელი - 801.5 ათასი ლარი
2015 წელი - 2,570 ათასი ლარი
2016 წელი - 2,500 ათასი ლარი
2017 გეგმა - 4,870 ათასი ლარი
სულ10 მილიონ 969 ათასი ლარი
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება
2013 წელი - 22,400 ათასი ლარი
2017 წელი - 5,000 ათასი ლარი
სულ 27 მილიონ 400 ათასი ლარი
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაწყებიდან აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპის მონაცემები მკვეთრად არ გაზრდილა. მაგალითად 2013 წელს, როდესაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა დაიწყო აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპმა 11,3 პროცენტი შეადგინა, თუმცა, მომდევნო წლებში ზრდა 1,5% იყო საშუალოდ, 2016 წელს კი ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულა:
აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპის მონაცემები
2011 წელი – 8,5%
2012 წელი - -3,8%
2013 წელი – 11,3%
2014 წელი -1,6%
2015 წელი - 1,5%
2016 წელი - 0%
ამასთან, მცირედით გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. თუ პროექტების დაწყებამდე - 2012 წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 8,6% იყო, 2013 წელს 9,4% გახდა, თუმცა, მას შემდეგ მონაცემები მცირედით 1%-ით იცვლება.
სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში % წლების მიხედვით:
2011 – 8,8%
2012 – 8,6%
2013 – 9,4%
2014 – 9,3%
2015 – 9,2%
2016 – 9,3%
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის გამოშვებას, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, მკვეთრი ზრდა არც აქ გვაქვს.
სოფლის მეურნეობის გამოშვება წლების მიხედვით:
2011 წელი - 2 878 000 ლარი
2012 წელი - 3 019 000 ლარი
2013 წელი -3 394 000 000 ლარი
2014 წელი - 3 583 000 000 ლარი
2015 წელი - 3 873 000 000 ლარი
2016 წელი - 4 221 000 000 ლარი
2017 წელი - 173 700 000 ლარი(ორი კვარტალი)

























