მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოფლის მეურნეობაში ფინანსური რესურსები აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია"

5c51904502978
თამუნა დემეტრაშვილი
30.01.19 16:17
1627
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში ფინანსური რესურსები აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია. მისი თქმით, ამის მიზეზი ახალი საკრედიტო რეგულაციები და კონსტიტუციის ჩანაწერია.

,,იმ ჩანაწერმა, რომლითაც მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება აიკრძალა, უცხოელს კი არა, საქართველოს მოქალაქეს შეუქმნა პრობლემა, რადგა საქართველოში მოქმედ ბანკებში უცხოული კაპიტალია და ისინი მიწას გირაოში ვეღარ იდებენ. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა ეროვნული ბანკის რეგულაციებმა“-განაცხადა ზამბახიძემ.

მისი თქმით, ადამიანს, რომელიც ერთ ბინაში ცხოვრობს მისი იპოთეკაში ჩადება აღარ შეუძლია, სამომხმარებლო სესხი კი საერთოდ ამოვარდნილია, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების შემოსავალი ყოველთვიური არ არის.

,,ამ ყველაფრის გამო, მათ ფინანსებზე პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა არ აქვთ და როდესაც დარგის გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ახალგაზრდებს აქვთ პრობლემები“-განაცხადა ზამბახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები