მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობა და ტექნოლოგიების გამოყენება გასაზრდელია - მარიამ ჩახვაშვილი

მარიამ ჩახვაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობა და ტექნოლოგიების გამოყენება გასაზრდელია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა განაცხადა.

Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი მოამზადა. კვლევის მიგნებებზე მარიამ ჩახვაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენი კვლევის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ სექტორში პროდუქტიულობა დაბალი არის და მაქსიმალურად გასაზრდელია, ტექნოლოგიების გამოყენება არის გასაზრდელი, მიწები ფრაგმენტულია და ეს ფრაგმენტაცია დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია, იმიტომ, რომ ასეთ დროს რთულია მაღალი ინვესტიციების გაკეთება, რომ ტექნოლოგიური განვითარება მოხდეს და შესაბამისად, ვღებულობთ დაბალ პროდუქტიულობას. 1 ჰექტარზე მოსავლიანობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ბოსტნეული, ხილი თუ მარცვლოვნები, დაბალია, როგორც მსოფლიოს საშუალოსთან და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით. ალბათ, ქვეყნის ფერმერების და ყველა ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიის თუ პირის მიზანი უნდა იყოს ამ პროდუქტიულობის გაზრდა, მაქსიმალურად ცოდნის გაზრდა, ტექნოლოგიების გაზრდა, რომ ქვეყნის პროდუქტიულობა აქეთკენ წავიდეს", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

მან აღნიშნა, რომ სექტორის თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასცვლას ინვესტიციების რაოდენობა განსაზღვრავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"მთავარია, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, რათა ტექნოლოგიების გამოყენება გავზარდოთ - არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო გრანტის თუ სესხის თანადაფინანსების სახით დაეხმარება ბიზნესს, თუ ეს იქნება კერძო ინვესტორის თანხის ჩასხმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთად უნდა მიდიოდეს. ასევე, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უცხოური ინვესტიცია თუ ქართველი ინვესტორის გამოყოფილი თანხა.

ჩვენი შეფასებით, შეღავათიანი აგროკრედიტი საკმაოდ კარგი პროდუქტია იმისთვის, რომ დაკრედიტება გაიზარდოს და ამას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანი გამოშვება გაჰყვეს. ამიტომ, პროგრესი აშკარად არის, უბრალოდ, ჩვენ რომელ სექტორსაც არ უნდა შევხედოთ, ყოველთვის მეტი გვინდა, რომ ტემპი იყოს მომატებული", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები