მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის საქართველომ ევროკავშირისგან 50 მილიონი ევრო მიიღო

5747284f0edf4
BM.GE
26.05.16 20:41
1801
ENPARD 2 ფაზის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან 50 მილიონი ევრო მიიღო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, აღნიშნული თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებს მოხმარდება, ისეთებს როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა და სურსათის უვნებლობა.
 
"Enpard 1 ფაზა უკვე მთავრდება ჩვენ 1000-ზე მეტი ახალი კოოპერატივი გვაქვს რაც ამ პროგრამის ძირითადი კომპონენტი იყო.

პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ერთი არის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტი, მეორე არის საგრანტო კომპონენტი, რომლითაც კონკრეტული ბენეფიციარი იღებს სარგებელს და მესამე არის ტექნიკური დახმარების კომპონენტი.

თანხები პირველ რიგში მოხმარდება იმას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში შეიქმნას წარმოების მასშტაბი, ანუ კოოპირების მეშვეობით მოხდეს წვრილი ფერმერების გაერთანება კოოპერატივებში.

პროგრამა ასევე დაგვეხმარება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი ინსტიტუტები მომზადებული და გადაიარაღებული იყვნენ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაკისრებს.

პრიორიტეტული მიმართულება არის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტები, როგორიც არის ღვინო, თხილი, ბოსტნეული და სხვა“, - განაცხადა კერესელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები