მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კოოპერაციის განვითარება"

5809c476b798c
BM.GE
21.10.16 11:30
1335
"სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, სადაც ძალიან ბევრ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებული კლიმატური ზონებისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის საწარმოებლად ძალიან მცირე ფართობებია.

"სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კოოპერაციის განვითარება და გაძლიერება, პატარა ფერმერული მეურნეობების კონსოლიდაცია, მათი დაკავშირება გარკვეული ინდუსტრიის ლიდერებთან და საბოლოოდ ძლიერი ღირებულებათა ჯაჭვი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში მეტი წარმოება და შემოსავალი იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები